ჩვენს შესახებ
შენი მეგობარი პლატფორმა
მიზანი
საბანკო პლატფორმის შექმნა, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება ერთი განაცხადის პრინციპით მიიღოს რამოდენიმე ბანკის შეთავაზება და აირჩიოს საუკეთესო.
მისია
გავამარტივოთ საკრედიტო პროდუქტებზე წვდომა და დავეხმაროთ მსესხებლებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
რატომ შეიქმნა რანკო?
რანკოს შექმნის ორი მიზეზი არსებობს:
bullet დროში გაწელილი სესხის აღების პროცესი
bullet სხვადასხვა ბანკების ინდივიდუალური შეთავაზებების შედარების სირთულე

რანკო ორივე პრობლემას მარტივად აგვარებს — ავსებ განაცხადს მხოლოდ რანკოზე, იღებ სხვადასხვა შეთავაზებებს და ირჩევ შენთვის საუკეთესოს.
რატომ უნდა ენდო რანკოს?
რანკოს ნდობის მთავარი მოტივი მის სამართლიან ბიზნეს მოდელში მდგომარეობს. რას გულისხმობს ეს? — ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ბანკისგან თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან აიღებ სესხს, შესაბამისად იმის ინტერესი არ არსებობს რომელიმეს მიმართ მიკერძოება გამოვიჩინოთ.
რა ინტერესს და მოგებას იღებს რანკო?
რანკოს პლატფორმის გამოყენება მომხმარებლისთვის სრულიად უფასოა. საკომისიოს ვიღებთ ბანკისგან ან მიკროსაფინანსო ორგანზაციისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თანამშრომლობა შედგება და სესხი გაიცემა. მთავარი მიზანია მომხმარებელმა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს და საუკეთესო პირობებით აიღოს სესხი, რათა გადახდაც მარტივად შეძლოს.