სამომხმარებლო შეთანხმება

პლატფორმით სარგებლობის წესებსა და პირობებზე

 

პლატფორმაზე რეგისტრაციამდე, გთხოვთ, გაეცნოთ სამომხმარებლო შეთანხმებას! 


წინამდებარე შეთანხმება განსაზღვრავს რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ პლატფორმის გამოყენების წესებსა და პირობებს.


bullet ზოგადი დებულებები 


bulletამ პლატფორმის (www.ranko.ge) მფლობელი და მმართველი არის შპს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო - პლატფორმა რანკო” (შემდგომში - კომპანია) (საიდენტიფიკაციო კოდი: 406337593)

bulletწინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად, პლატფორმის გამოყენების სრულ და უპირობო თანხმობად ითვლება პლატფორმაზე www.ranko.ge რეგისტრაცია და პროფილის შექმნა.

bulletმომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გავლა ნიშნავს, რომ ის გაეცნო წესებსა და პირობებს, პერსონალური მონაცემების  დამუშავების პოლიტიკას, ეთანხმება და ვალდებულია, დაიცვას ყველა ქვემოთ ხსენებული პირობა, რომლითაც რეგულირდება ვებ-გვერდით სარგებლობა. 

bulletპლატფორმის გამოყენების უფლება აქვს საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებულ იურიდიული ან ფიზიკური პირს, რომელიც პლატფორმაზე რეგისტრაციის შედეგად იძენს პლატფორმის რეგისტრირებული მომხმარებლის სტატუსს;

bulletპლატფორმის ადმინისტრაციას აქვს ამ წესებისა და პირობების შეცვლის უფლება. პლატფორმის ადმინისტრაცია, წინამდებარე წესებსა და პირობებში ცვლილების/დამატებების შეტანისას, უზრუნველყოფს ყოველი რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილში შესვლისას ცვლილებების/დამატებების შესახებ ინფორმირებასა და რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილიდან მათი გაცნობისა და მათზე დათანხმების შესაძლებლობას. მომხმარებლის მხრიდან ცვლილებების არდათანხმების შემთხვევაში, პლატფორმის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, უარი უთხრას მომხმარებელს პლატფორმის მოხმარებაზე და გააუქმოს მისი რეგისტრაცია;

bulletპლატფორმის ადმინისტრაცია დამოუკიდებლად მართავს პლატფორმას, განსაზღვრავს მის დიზაინსა და პლატფორმით სარგებლობის წესებს.


bulletტერმინთა განმარტება 


bulletპლატფორმა - ვებ-გვერდი www.ranko.ge

bulletკომპანია -  შპს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო - პლატფორმა რანკო” (ს.კ.: 406337593), რომელიც არ არის კრედიტორი და თავისი საქმიანობის ფარგლებში წარმოადგენს რეგისტრირებულ მომხმარებელსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის შუამავალს.

bulletრეგისტრირებული მომხმარებელი - პლატფორმაზე რეგისტრირებული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიულ პირს არ წარმოადგენს)

bulletფინანსური ორგანიზაცია - ბანკი ან/და ფინანსური ინსტიტუტი.

bulletსაკრედიტო პროდუქტი - ნებისმიერი ტიპის სესხი/კრედიტი, მათ შორის, ოვერდრაფტი და საკრედიტო ბარათი, მიუხედავად საფინანსო პროდუქტის სახელწოდებისა, რომელსაც ფინანსური ორგანიზაცია სთავაზობს/აწვდის მომხმარებელს ნებისმიერი სახის ლიზინგი, მათ შორის ავტოლიზინგი და სხვა, რომელსაც სალიზინგო კომპანია სთავაზობს/აწვდის მომხმარებელს.

bulletპლატფორმის ადმინისტრაცია - სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები, რომლებიც ახორციელებენ პლატფორმის რესურსების მართვას და მომსახურებას უწევენ პლატფორმის მომხმარებლებს, პლატფორმის გამოყენების ფარგლებში.

bulletპლატფორმის მომსახურება - მომსახურება, რომელსაც შუამავალი სთავაზობს პლატფორმის რეგისტრირებულ მომხმარებლებს და რომლის მიღებას რეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს პლატფორმაზე დარეგისტრირების შემდეგ.

bulletმომხმარებლის პროფილი - ინფორმაციის ერთობლიობა, რომლითაც ხორციელდება რეგისტრირებული მომხმარებლის იდენტიფიცირება.


bulletპლატფორმაზე რეგისტრაცია და სარგებლობის წესები


bulletპლატფორმაზე შესვლითა და სარეგისტრაციო ფორმის შევსებით, რეგისტრაციის მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ რეგისტრაციის ფორმის შევსების დროს პლატფორმის ადმინისტრაციისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი, რეგისტრაციის შემდგომშიც პლატფორმის ადმინისტრაციისთვის მიწოდებული ან/და პლატფორმაზე მის მიერ (რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ) განთავსებული ან განსათავსებლად პლატფორმის ადმინისტრაციისთვის გადაცემული ნებისმიერი ინფორმაცია/მონაცემები, ასევე, იქნება ზუსტი და უტყუარი. პლატფორმის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ განზრახ არასწორი/არაზუსტი ინფორმაციის წარდგენისთვის;

bulletპლატფორმაზე რეგისტრაციით რეგისტრირებული მომხმარებელი იძენს უფლებას გამოხატოს საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის სურვილი.

bulletპლატფორმაზე პირველადი ინფორმაციის შევსება ხდება მომხმარებლის მიერ.

bulletრეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს თავისი პროფილის უსაფრთხოება და მომხმარებლის უნიკალური სახელისა და პაროლის საიდუმლოება. მის პროფილზე არასანქცირებული შეღწევის შემთხვევაში მიყენებულ ზიანზე პლატფორმის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს.

bulletაკრძალულია მომხმარებლის პროფილის სხვა პირისთვის სარგებლობაში გადაცემა, ან ერთი პროფილით რამდენიმე მომხმარებლის სარგებლობა. მოცემულ შემთხვევებში, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, გაფრთხილების გარეშე შეაჩეროს პროფილით სარგებლობა, დროებით ან უვადოდ;

bulletურთიერთობები, რომლებიც დაკავშირებულია პლატფორმის მომხმარებლის ინფორმაციის შეგროვებასთან, შენახვასა და გავრცელებასთან რეგულირდება წინამდებარე წესებითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

bulletპლატფორმის რეგისტრირებული მომხმარებელი თანახმაა, რომ რეგისტრაციის გავლის  შემდეგ, მის ელ. ფოსტაზე და მობილურ ტელეფონზე შუამავლის ან/და სხვა ნებისმიერი მესამე პირის მიერ გაიგზავნოს წერილები და შეტყობინებები, მათ შორის, სარეკლამო ხასიათის;


bulletპლატფორმა და მისი მომსახურება


bulletპლატფორმა უზრუნველყოფს დამოუკიდებელ ონლაინ მომსახურებას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს რეგისტრირებულ მომხმარებლებს, ერთი მხრივ, როგორც პოტენციურმა მსესხებელმა განათავსოს სასურველი საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის განაცხადი;

bulletსაფინანსო ორგანიზაცი(ებ)ში განაცხადის გადაგზავნამდე პლატფორმა ავტომატიზირებულად, მათ შორის პროფაილინგის საფუძველზე, აანალიზებს და აფასებს რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემებს. ამ ეტაპის წარმატებულად გავლის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული სასურველი საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის განაცხადი და პირადი მონაცემები, პლატფორმის საშუალებით, გადაეცემა კომპანიის პარტნიორ ერთ ან რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციას (პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციების ჩამონათვალი მოცემულია ვებ გვერდის შესაბამის ჩანართში), შემდგომში მათი მხრიდან შეთავაზების მიღების მიზნით.

bulletსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეთავაზება არ განიხილება როგორც შეპირება საკრედიტო პროდუქტის დამტკიცების ან/და გაცემის შესახებ. საფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილია საკრედიტო პროდუქტის დამტკიცების ან/და გაცემის წინ მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია მომხმარებლის ანალიზის მიზნით. 

bulletსაფინანსო ორგანიზაცი(ებ)ში განაცხადის გადაგზავნამდე პლატფორმა ავტომატიზირებულად, მათ შორის პროფაილინგის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას.

bulletმომხმარებლებსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომპანია სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.

bulletპლატფორმით მომსახურებისათვის კომპანია უფლებამოსილია:

bulletპირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, მომხმარებლის  მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;

bulletკანონმდებლობით დადგენილი წესითა და შემდგომში სასესხო/საკრედიტო პროდუქტის ან/და მომსახურების შეთავაზების მიზნით, დაამუშავოს მომხმარებლის შესახებ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროებიდან მიღებული და სხვა რელევანტური ინფორმაცია და მიაწოდოს აღნიშნული მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ ორგანიზაციებს, ჩემი გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის. .

bulletკანონმდებლობით დადგენილი წესით, მომსახურების ეფექტური და შეუფერხებელი გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მომხმარებლის პერსონალური მონაცემები.

bulletკანონმდებლობით დადგენილი წესით, დაამუშავოს, მათ შორის გადასცეს მესამე პირ(ებ)ს დასამუშავებლად, გამოითხოვოს და მიიღოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სსიპ „შემოსავლების სამსახურისგან“ გადახდისუნარიანობის ანალიზისა და  შემდგომში სასესხო/საკრედიტო პროდუქტის ან/და მომსახურების შეთავაზების მიზნით..

bulletსაკრედიტო ან/და საშუამავლო მომსახურების ფარგლებში, სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფინანსური ორგანიზაცი(ებ)იდან მიიღოს საკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია მომსახურების ეფექტური და შეუფერხებელი გაწევის მიზნით.

bulletზემოაღნიშნული მიზნების გათვალისწინებით და ამ მიზანთა განსახორციელებლად საჭირო მოცულობით (შესაბამისი მიზნის მისაღწევად აუცილებელი) კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა კომპანიის მხრიდან ხორციელდება შემდეგ პირებთან: Amazon, Inc; 


bulletრეგისტრაცია და პლატფორმით მომსახურება არის უფასო. რეგისტრაცია არის წინაპირობა იმის, რომ რეგისტრირებულ მომხმარებელს მიეცეს პლატფორმაზე წვდომისა და მისი მომსახურებით სარგებლობის უფლება. მომსახურების საფასურის ცვლილების შესახებ პლატფორმის ადმინისტრაცია ინფორმაციას მიაწოდებს მომხმარებელს, პროფილის გვერდზე, შეტყობინების გზით, ან სხვა საშუალებით;


bulletაკრძალულია პლატფორმის გამოყენება:


bulletნებისმიერი უკანონო, თაღლითური კომერციული მიზნებისთვის;

bulletსხვისი კანონიერი ინტერესების დაზიანების, კონფიდენციალურობის დარღვევის ან არაზუსტი, არაადეკვატური, მიუღებელი, დისკრიმინაციული ან მავნე ქმედების განხორციელების მიზნით;

bulletსხვისი მონაცემთა ბაზის/ჩანაწერების შექმნის, შემოწმების, დადასტურების, განახლების მიზნით;

bulletპლატფორმის რომელიმე ნაწილის შესწორების, შეცვლის ან დაპროექტების მიზნით;

bulletპლატფორმის ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების დაზიანების მიზნით;

bulletსაქართველოს კანონმდებლობით აკრძალული სხვა უკანონო მიზნებისთვის.


bulletკომპანიის პასუხისმგებლობა 


bulletწინამდებარე შეთანხმების მხარეები (პლატფორმის რეგისტრირებული მომხმარებელი, პლატფორმის ადმინისტრაცია) პასუხს აგებენ წინამდებარე წესებისა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

bulletპლატფორმაზე მოცემული პროდუქტებისა და სერვისების ყველა მახასიათებლის შესახებ ინფორმაცია შეიძლება სრული არ იყოს. შესაბამისად, პლატფორმის ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას  პლატფორმაზე წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტესა და სისრულეზე, თუმცა მუდმივად  მუშაობს იმისთვის, რომ პლატფორმის მეშვეობით მოწოდებულ იქნას ზუსტი, სრული და  უტყუარი ინფორმაცია და უმოკლეს დროში იქნას აღმოფხვრილი ყოველგვარი უზუსტობა;

bulletკომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებელსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე,  ვალდებულებათა კეთილსინდისიერ და ჯეროვან შესრულებაზე.

bulletპლატფორმის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია პლატფორმის რეგისტრირებული  მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაზე, თუმცა პლატფორმის ადმინისტრაცია ვერ იქნება პასუხისმგებელი პლატფორმაზე  არასანქცირებული შეღწევისა ან/და პლატფორმაზე განხორციელებული კიბერ-შეტევის  შემთხვევებზე, აგრეთვე, სხვა ისეთ შემთხვევებზე, რაც პლატფორმის ადმინისტრაციის  კონტროლის მიღმაა;

bulletპლატფორმის ადმინისტრაცია პერიოდულად აფასებს მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების ეფექტიანობას და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად ადეკვატური ზომების მიღებას ან/და არსებულის განახლებას.

bulletპლატფორმის ადმინისტრაცია გასცემს ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარანტიებს წინამდებარე წესებისა და პირობების, პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.  პლატფორმის ადმინისტრაცია ვერ გასცემს გარანტიას, რომ რეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს ვებ-პლატფორმაზე შესვლასა და მისი მომსახურებით სარგებლობას ნებისმიერ სასურველ დროს ან ადგილას (რაც შეიძლება  გამოწვეული იყოს პლატფორმის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებელი მიზეზებით); პლატფორმის ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ინტერნეტ-თაღლითობა და უზრუნველყოს მიღებული პირადი მონაცემების მაქსიმალური უსაფრთხოება.

bulletვებ-გვერდებზე შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ჰიპერ-ბმულები მესამე მხარის მიერ მოწოდებულ სხვა ვებ-გვერდებსა და რესურსებთან. წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ რანკოს ვებ-გვერდზე. მესამე მხარის ვებ-გვერდებსა თუ სხვა სახის ნებისმიერ წყაროებზე გადასვლისას კომპანია არ აკონტროლებს ხსენებული მესამე მხარის ვებ-გვერდებს ან მასში შემავალ რაიმე სახის შემადგენელ  კონტენტს და არ იღებს პასუხისმგებლობას  მესამე მხარის რომელიმე ვებ-გვერდთან დაკავშირებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მათ კონტენტთან,  პოლიტიკასთან, გაუმართაობასთან, აქციებთან, პროდუქტებთან, სერვისებსა თუ მოქმედებებთან დაკავშირებით და/ან აღნიშნულ ვებ-გვერდებზე შესვლის შედეგად გამოწვეულ, დაკავშირებულ ან წარმოშობილ ნებისმიერ ზიანთან, ზარალთან, ხარვეზთან თუ გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით. 


bulletგარდამავალი დებულებები 


bulletწინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.

bulletთუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე

bulletრეგისტრირებულ მომხმარებელს არ აქვს უფლება, გადასცეს მესამე პირს წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; 

bulletსაკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე წესებითა და პირობებით რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით; 

bulletწინამდებარე წესებისა და პირობების საფუძველზე და მასთან დაკავშირებული დავები წყდება ურთიერთმოლაპარაკებით. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, დავა განსახილველად გადაეცემა სასამართლოს.