მოგზაურობა მთაში თუ ზღვაზე? საყვარელი ბენდის კონცერტზე დასწრება თუ კვარას თამაშზე ნეაპოლში? ან იქნებ საჩუქრის ყიდვა გეჩქარება საყვარელი ადამიანისთვის?
ჩამოთვლილთაგან რა მიზანიც არ უნდა გამოძრავებდეს, ან იქნებ სულ სხვა საჭიროებების და პრობლემების წინაშე დგახარ, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორ ადგილას მოხვედი.
ჩვენ გეხმარებით, ხოლო შენგან სანაცვლოდ არაფერს ველით. რანკოს პლატფორმა მომხმარებლისთვის უფასოა.
უპირატესობები
თავდაპირველად სამომხამრებლო სესხის უპირატესობები განვიხილოთ:
შეგიძლია აიღო ნებისმიერი მიზნობრიობით;
უზრუნველყოფის გარეშე;
მიიღო დღეს ის, რაც გინდა ან გჭირდება.
რისკები
აუცილებელია იმის გააზრებაც, რომ სამომხმარებლო სესხის აღებას თავისი რისკებიც ახლავს თან:
შედარებით მაღალი პროცენტი, რადგან პროცენტში გათვალისწინებულია რისკები, გაცემის საკომისიო და სხვა;
სჭირდება დაგეგმვა, რომ მარტივად დაფარო;
გიბიძგებს შესაძლო არასაჭირო შესყიდვებისაკენ;
მიუხედავად რისკებისა, სამომხმარებლო სესხი შესაძლებლობაა. მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში დღეს ვღებულობთ იმას, რომლის ღირებულებაც გაცილებით მაღალია, ვიდრე გადასახდელი პროცენტი.
საბოლოოდ კი ორი კითხვა გვაქვს:
რატომ უნდა იხადო მეტი, როცა რანკოს პლატფორმით საუკეთესო პირობის მოძიება შეგიძლია, სახლიდან გაუსვლელა და რამოდენიმე წუთში? რატომ უნდა დახარჯო დიდი დრო სხვადასხვა ბანკებში პროცენტების შედარებით, როცა ამას ჩვენ ვაკეთებთ თქვენს მაგივრად, თან უსასყიდლოდ?
დარეგისტრირდი, გაიარე მარტივი ვერიფიკაცია და ამოირჩიე შენთვის საუკეთესო შემოთავაზება.