საკრედიტო სესხი
ხელფასამდე ყოველთვის თანხა გაკლდება? ან იქნებ შეყვარებულისთვის ძალიან კარგ ნივთს შეხვდი? ან იქნებ ის ხარ, რომელსაც შოპინგი ძალიან უყვარს, მაგრამ ამისთვის თანხა არასდროს ყოფნის?
შეიძლება სულ სხვა ვინმე ხარ, რომელსაც დამატებითი ზედმეტი თანხის გამოყენება ჭკვიანურად შეუძლია.
რანკოზე უკვე ყველა ბანკის საკრედიტო ბარათის ერთ სივრცეში აღების შესაძლებლობა გეძლევა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმ ვარიანტს შემოგთავაზებთ, რომელსაც ყველაზე კარგი პირობე ექნება.
და მაინც რატომ უნდა გქონდეს საკრედიტო ბარათი და რაში გჭირდება? მოდი მისი უპირატესობები და რისკები განვიხილოთ და ყველაფერი ამ მიდგომით გამოვარკვიოთ.
უპირატესობები
საკრედიტო ბარათს ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს:
bulletთანხის სწრაფი გამოყენების შესაძლებლობა;
bulletგამოყენების სიმარტივე;
bulletდაგროვების პროგრამები;
bulletსხვადასხვა აქციები და ფასდაკლებები;
bulletთუ სწორად დაგეგმავ ათვისებულ თანხაში პროცენტის გადახდაც კი არ მოგიწევს (საანგარიშო პერიოდამდე შეავსე თანხა, რათა არ დაგერიცხოს პროცენტი).
რისკები
რა თქმა უნდა, საკრედიტო ბარათს თავისი რისკები ახლავს, რომელიც უნდა ვიცოდეთ:
bulletმაღალი პროცენტი;
bulletგანაღდების და გადარიცხვის საკომისიო;
bulletცდუნება, რომ დახარჯო იმაში რაშიც არ გჭირდება;
bulletდახარჯო იმაზე მეტი, ვიდრე გჭირდება;
აქედან გამომდინარე, შევადგინეთ სცენარი, რომლის მიყოლის შემთხვევაშიც საკრედიტო ბარათის შენთვის სასიკეთოდ გამოყენება შეგიძლია - გამოიყენე მხოლოდ ტერმინალით გადახდებისას, არ გაანაღდო და არ გადარიცხო თანხა საკრედიტო ბარათიდან.
ეცადე გადაფარო გახარჯული თანხა საანგარიშო პერიოდამდე, რათა არ დაგერიცხოს პროცენტი და მიიღე ის ბენეფიტები, რომელსაც საკრედიტო ბარათის გამოყენებისთვის გთავაზობენ.
დარეგისტრირდი, გაიარე მარტივი ვერიფიკაცია და აღმოაჩინე შენი საკრედიტო ბარათი აქ.