იპოთეკური სესხი
როცა აღმოჩენის გზაზე სწორად დადექი.
აღმოაჩინე იპოთეკური სესხი შენზე მორგებული საუკეთესო პირობებით ყველაზე მარტივად.
რადგან უკვე რანკოს საიტზე ხარ რამოდენიმე რაღაც უკვე იცი, მაგრამ მოდი გავიმეოროთ:
bulletრეგისტრირდები და ავსებ განაცხადს ჩვენთან;
bulletყველაფერ ამას სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე აკეთებ;
bulletჩვენ ვეძებთ და ვამოწმებთ პირობებს;
bulletშენ ირჩევ (შემოთავაზებებიდან) ყველაზე დაბალ პროცენტს;
bulletზოგავ ძალიან დიდ დროსა და რესურსებს;
bulletდა ახალ ბინაში გადადიხარ;
თავიდანვე ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რადგან რანკომ მომხმარებელზე ზრუნვა იკისრა და ცდილობს ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობის მოძიებაში დაეხმაროს, ჩვენ სათქმელს ყოველთვის პირდაპირ გეტყვით.
იპოთეკური სესხის აღებამდე კი მის დადებით და უარყოფით მხარეებსაც გადახედე. ვეცდებით მაქსიმალურად განვიხილოთ ორივე.
უპირატესობები
განვიხილოთ რა უპირატესობები და რისკები ახლავს თან იპოთეკურ სესხს:
bulletსამომხმარებლო სესხთან შედარებით უფრო დაბალი პროცენტი
bulletსესხის დიდ ვადაზე გადანაწილების შესაძლებლობა (15-20 წელი)
bulletწინასწარ განსაზღვრული მიზნობრიობა, ახალი ქონების შესაძენა ან არსებულ ქონების ღირებულების გაზრდა
bulletკომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნა
bulletაღარ მოგიწევს ქირის გადახდა
რისკები
bulletუზრუნველყოფაში წარმოდგენილი ქონების დაკარგვა
bulletთუ მშნებარე კორპუსში ყიდულობ ბინას, შესაძლოა შენობის დასრულება გაიწელოს ან კომპანია გაკოტრდეს
bulletრთულია გააკეთო პროგნოზი 10 წლის შემდეგ როგორი იქნება შენი შემოსავლები ან რა რისკის წინაშე შეიძლება აღმოჩნდე
bulletგრძელვადიანი ვალდებულებების გამო, შესაძლოა უარი ვთქვათ ახალ შესაძლებლობებზე და ცვლილებებზე
ზოგადად სესხი, მათ შორის იპოთეკური სესხი, არის უფრო მეტად შესაძლებლობა და არა ვალდებულება.
უპირატესობებისა და რისკების გათვალისწინებით შევადგინოთ სცენარი, რომლის მიყოლის შემთხვევაშიც რისკებს მინიმუმამდე შევამცირებთ:
რატომ?
იმიტომ, რომ მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეუძლია უძრავი ქონება თავისი შემოსავლებით შეიძინოს. აქედან გამომდინარე, უმრავლეს შემთხვევაში საჭირო ხდება დაფინანსების წყაროს მოძიება. ხოლო ამ მიმართულებით დაფინანსების წყაროს ბანკები წარმოადგენენ.
იპოთეკურ სესხთან მიმართებაში ისიც უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალ რისკიანი სესხია. იმ შემთხვევაშიც კი თუ სესხის თანხის გადახდას ვერ ახერხებ, შეგიძლია ქონება არ დაკარგო და არ იზარალო - არსებულის გაყიდვით და სესხის თანხის დაფარვით.
აქ არის სცენარი, როდესაც სესხის დაფარვას ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეძლებ:
bulletროდესაც ზუსტად იცი, რომ მომდევნო რამოდენიმე წლის განმავლობაში სტაბილური შემოსავალი გექნება;
bulletშენი ყოველთვიური ხარჯები (სესხის თანხის ჩათვლით) არ აღემატება შენივე შემოსავლის 50%-ს;
bulletახერხებ მინიმალური დანაზოგის შეგროვებას;
bulletდა საკმარისი თანხა გრჩება სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც;
bulletმაშინ საშიში არაფერია, რადგან იმ კატეგორიაში შედიხარ, რომელსაც იპოთეკური სესხის აღება და დაფარვა ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეუძლია.


დარეგისტრირდი, გაიარე მარტივი ვერიფიკაცია და აღმოაჩინე ყველაზე დაბალი პროცენტი